ახალციხელი მოსწავლეების წარმატება გეზრბენში
ახალციხელი მოსწავლეების წარმატება გეზრბენში
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტადიონის სარბენ ბილიკზე, გოგონებსა და ვაჟებს შორის, გეზრბენში აღმოსავლეთ საქართველოს თამაშები გაიმართა. შეჯიბრში რეგიონულ ეტაპზე გამარჯვებული სკოლების გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
გარბენის შედეგად პირველი ადგილი გოგონებში ახალციხის №2 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, ვაჟებში კი ახალციხის №3 საჯარო სკოლამ.
გამარჯვებული გუნდები ასპარეზობას სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასკვნით/ფინალურ ეტაპზე გააგრძელებენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მოსწავლეებს ულოცავს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მომავალ თამაშებში.




