ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

1 ივნისი, 2024

ახალციხეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

დღეს, ახალციხის ცენტრალურ პარკში განსაკუთრებული ჟრიამული და მხიარულება იყო, სადაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით პატარებისათვის მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები გაიმართა.

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობმა მანანა ბერიძემ გახსნა. შეკრებილ პატარებს და მათ მშობლებს დღევანდელი დღე მიულოცა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან მიშველიძემ და ქალაქ ახალციხის №3 საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯერმა ლიზა არბოლიშვილმა.

ღონისძიება განსაკუთრებულად გაალამაზა ქალაქ ახალციხის საბავშვო ბაგა-ბაღების სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელთა შესრულებულმა მუსიკალურმა და იმიტირებულმა ნომრებმა.

პარკის ტერიტორიაზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ახალგაზრდული საბჭოს მონაწილეობით სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობები მოეწყო, მათ შორის სამაგიდო თამაშები, მხიარული სტარტები, ვიქტორინა და შეჯიბრებები.

კონკურსებსა და თამაშებში გამარჯვებულები ტრადიციულად საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, შეკრებილ პატარებს კი მერიისგან ჰელიუმის ბუშტები დაურიგდათ.

ღონისძიების პატარა სტუმრები ასევე, განსაკუთრებულად გაახალისეს გასართობი ცენტრის ,,ჰეფი ქიდსის“ანიმაციურმა გმირებმა.

გაიმართა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, მსურველები კი სკოლის მოსწავლეებმა სახეზეც მოხატეს.

+42

 

გააზიარე