ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„ახალციხელობა 2024“

30 ივნისი, 2024

„ახალციხელობა 2024“ -ის ფარგლებში ახალციხის საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ.

აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის 2024 წლის საპატიო ახალციხელის სტატუსი მიენიჭათ:

ნიკოლოზ ვაშაყმაძეს - პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მეთაური. მას წარმატებით აქვს გავლილი უწყებრივი ყველა საკარიერო კურსი, მიღებული აქვს მრავალი სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები და მადლობები, მათ შორის აღსანიშნავია ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ჯილდო. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში და რუსეთ-საქართველოს საომარ კონფლიქტში ასეულის მეთაურის პოზიციაზე.

 ზოია ბალიაშვილს - ღვაწლმოსილი პედაგოგი და ორი მოწვევის საკრებულოს წევრი. იგი 50 წელზე მეტია მუშაობს საგანმანათლებლო სფეროში, როგორც პედაგოგად ასევე ხელმძღვანელ პოზიციებზე. ქალბატონი ზოია დღესაც აქტიურად განაგრძობს პედაგოგიურ საქმიანობას და დიდი პატივისცემით სარგებლობს ქალაქ ახალციხეში. სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია მადლობის სიგელებით.

 ასთხიკ მეიტარჯიანს - ღვაწლომოსილი პედაგოგი. იგი 54 წლის განმავლობაში ქალაქ ახალციხის №2 და №3 საბავშვო ბაგა-ბაღებში მუშაობდა აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე. მან არაერთი თაობა აღზარდა და დღემდე დიდი სიყვარულით იხსენებენ.

 დღესვე, დაჯილდოვდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიატები.

მერიის სტიპენდია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 33-მა წარჩინებულმა სტუდენტმა მიიღო. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სტიპენდიატებს სერტიფიკატები გადასცეს, სწავლაში მიღწეული შედეგები მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მათგანს მერიისგან 500 ლარის ოდენობით სტიპენდია ჩაერიცხა.

+9

გააზიარე