ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერება

5 ივლისი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან მარინა გაჩეჩილაძესთან ერთად, სოფელ აწყურსა და თისელში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფლების აწყურის და თისელის დამაკავშირებელ გზაზე. პროექტის ფარგლებში გზის 3662-მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება. ასევე, ეწყობა მიერთებები, ხიდი, სანიაღვრე არხები და საყრდენი კედელი.

პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ თისელამდე მისასვლელი გზა მთლიანად ასფალტირებული იქნება, რის შემდეგაც გადაადგილება უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე - ტურისტებისა და ჩამოსული სტუმრებისთვის. აღსანიშნავია, რომ სოფელში მდებარეობს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და პროექტის განხორციელების შემდეგ, ტურისტული თვალსაზრისით, იგი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.

რაც შეეხება სოფელ აწყურში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას, ამ ეტაპზე, ბეტონის საფარი იგება მე-6, მე-7 და მე- 12 უბნებში.

აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

+5

გააზიარე