ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეჯიბრი ფეინთბოლში

12 ივლისი, 2024

ქალაქ ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, "ფეინთბოლში " შეჯიბრი გაიმართა.

თამაშში ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული 10 გუნდი მონაწილეობდა.

შეჯიბრი დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა, რის შემდეგაც გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები. პირველ ადგილზე გუნდი „Black Mamba“ გავიდა, მეორეზე სატყეოს გუნდი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი „Squad-13“ გახდა.

შეჯიბრი საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

+9

გააზიარე