ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი

23 ივლისი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით ახალმა სამგზავრო ავტობუსებმა ოპერირება დაიწყეს.

მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა გამარტივებული და მოსახერხებელი გადაადგილებისათვის უკვე დაინერგა გადახდის თანამედროვე სისტემა. განისაზღვრა მგზავრობის საფასურიც - ქალაქ ახალციხეში, მინაძესა და ე.წ მეორე შახტის დასახლებაში 0,50 თეთრით, ხოლო დანარჩენ სოფლებში ერთი ლარით. მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება თიბისი ბანკისა და სპეციალური სამგზავრო ბარათებით.

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ფაილებში

გააზიარე