7X7-ზე ფეხბურთში ტურნირი დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, 7X7-ზე ფეხბურთში ტურნირი დაიწყო.
შეჯიბრში 10 გუნდი მონაწილეობს. საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს მერიისგან ფულადი პრიზები, თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ.
თამაშები სოფელ პამაჯის სპორტულ მოედანზე მიმდინარეობს და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.




