ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ვალოდია ივანოვს 90 წელი შეუსრულდა

9 სექტემბერი, 2024

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ღვაწლმოსილ თანამშრომელს, ვალოდია ივანოვს 90 წელი შეუსრულდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან მიშველიძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი ვალოდია ივანოვს საბავშვო ბაღში ესტუმრნენ და №5 საბავშვო ბაგა-ბაღის თანამშრომლებთან ერთად დაბადების დღე მიულოცეს.

კეთილსინდისიერი მუშაობისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, ვლადიმერ ივანოვს სიგელი და საჩუქარი გადასცა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ვალოდია პაპას იუბილე მიულოცეს, ჯანმრთელობა უსურვეს და დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

ვლადიმერ ივანოვი 20 წელზე მეტია №5 ბაგა-ბაღში მუშაობს. ყველასათვის საყვარელი ვალოდია პაპა დღესაც შემართებითა და ერთგულად ემსახურება თავის საყვარელ საქმეს, უვლის და ალამაზებს იმ გარემოს, სადაც აღსაზრდელებს უწევთ ყოფნა. მას ხშირად ნახავთ ბაღის ეზოში, პატარებით გარშემოხვეულს და სიყვარულით თვალებაციმციმებულს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია საუკეთესო სურვილებით ულოცავს ვლადიმერ ივანოვს დაბადების დღეს!

+5

გააზიარე