შერეულ საბრძოლო ხელოვნებასა და გრეპლინგში ტურნირი გაიმართა
მე-13 ლეგიონისა და „გრომ უნივერსალ ფაითის“ ორგანიზებით და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ახალციხის ციხეზე შერეულ საბრძოლო ხელოვნებასა და გრეპლინგში ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 18 სპორტსმენი მონაწილეობდა. საინტერესო და დაძაბულ ორთაბრძოლებში გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
აღსანიშნავია, რომ წარმატებით იასპარეზეს ახალციხელმა სპორტსმენებმა, მათ შორის კი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს რუდიკ ვირაბიანმა, არუთ თოროსიანმა და ლევან გოგოლაძემ.
ადგილობრივებთან ერთად შეჯიბრს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მერის მოადგილეები ილია ზარდიაშვილი და ვაჟა გაჩეჩილაძე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




