ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სადღესასწაულო მეჯლისი №3 საბავშვო ბაგა-ბაღში

23 დეკემბერი, 2024

განსაკუთრებული ჟრიამული და მხიარულება იყო დღეს, ქალაქ ახალციხის №3 საბავშვო ბაგა-ბაღში.

დამამთავრებელი ჯგუფის აღსაზრდელებმა ნამდვილი სადღესასწაულო მეჯლისი მოაწყვეს. პატარებმა არაჩვეულებრივი სამსახიობო ოსტატობით შეასრულეს საცეკვაო ნომრები. ასევე, აუდიტორიას საახალწლო თემატიკაზე ლექსები და სიმღერები წარუდგინეს.

მეჯლისს არც თოვლის ბაბუის გარეშე ჩაუვლია. მისმა სტუმრობამ პატარების დიდი სიხარული გამოიწვია და საახალწლო სურვილებიც გაუზიარეს. თოვლის ბაბუისგან კი საჩუქრად ტკბილეული დაიმსახურეს.

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი და ბაგა-ბაღის მენეჯერი ლიზა არბოლიშვილი ესწრებოდნენ. მათ აღსაზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და ბედნიერი მომავალი უსურვეს.

საახალწლოდ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისგან ტკბილეულს საბავშვო ბაგა-ბაღების 1600-ზე მეტი აღსაზრდელი მიიღებს.

+20

გააზიარე