შემაჯამებელი შეხვედრა ბაგა-ბაღების მენეჯერებთან და პედაგოგებთან
მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერებთან და აღმზრდელ-პედაგოგებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან მიშველიძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი ქალაქ ახალციხის №7 საბავშვო ბაგა-ბაღში პედაგოგებს შეხვდნენ.
დამსწრე აუდიტორიამ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 2023-2024 სასწავლო წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინა. ასევე, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს და მომავალ წელს დაგეგმილ სიახლეებს.
ღონისძიების ფარგლებში დასახელდნენ სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილე პედაგოგები, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
მომავალი თაობის სწავლა-განათლებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ პედაგოგებს როზალია ლაზარაშვილს და ნანა ქასრაშვილს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა დადებითად შეაფასა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიში და წარმატებები უსურვა მომავალ წელსაც.
ირაკლი ლაზარაშვილმა დეტალურად ისაუბრა მიმდინარე წელს საბავშვო ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
შეხვედრა ქალაქ ვალის საბავშვო ბაღის თანამშრომლების მიერ შესრულებული თეატრალიზებული ნომრით დასრულდა.




