შეხვედრები წყალთბილის ადმინისტრაციულ ერთეულში
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში პრიორიტეტების გამოსავლენად მოსახლეობასთან შეხვედრები წყალთბილის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
წინუბანში, აბათხევში, ჯულღაში, წყალთბილასა და ნაოხრებში გამართულ საერთო კრებებსა და კონსულტაციაზე შეხვედრაზე მოსახლეობამ სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და მათ შორის, ხმათა უმრავლესობით, ყველაზე პრიორიტეტული პროექტები შეარჩიეს.
შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადილე ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მოადგილეები დავით ტაბატაძე, საბა კბილაშვილი და ჰამბარცუმ ბაბოიანი, საკრებულოს დეპუტატები, მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ახალციხის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანადაფინანსებაც დაემატება.
საკონსულტაციო შეხვედრები 24 თებერვლამდე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.




