ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება

26 თებერვალი, 2025

საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოების პროცესს საძელისა და წყრუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილზე გაეცნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

კვლავ ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები.

მოსული უხვი ნალექის გამო მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში მობილიზებულია სპეცტექნიკა, იწმინდება საავტომობილო გზები და იყრება ტექნიკური მარილი.

გაწმენდით სამუშაოებს ა(ა)იპ სერვის ჯგუფის თანამშრომლები ახორციელებენ.

+3

გააზიარე