კალათბურთში ახალციხის გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025“ -ის რეგიონული თამაშები ახალციხის ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს.
ტურნირი ქალაქ ბორჯომში ჩატარდა.
მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული გუნდები, გოგონები და ვაჟები ერთმანეთს კალათბურთში შეეჯიბრნენ.
პირველი ადგილი ვაჟებში ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, გოგონებში კი ახალციხის №2 სკოლის გუნდი მესამე ადგილზე გავიდა.
გამარჯვებულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
პირველ ადგილზე გასული გუნდები აღმოსავლეთ საქართველოს თამაშებში მიიღებენ მომაწილეობას.




