სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია
ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნული მიმართულებით ქალაქ ახალციხეში, სამუშაოები ხუთ მისამართზე მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების მქონე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები ეწყობა 9 აპრილის, კოსტავას, ასპინძის, ივერიელისა და ყაზბეგის ქუჩებზე.




