ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან

26 მარტი, 2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა.

მერმა აუდიტორიას დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო. დეტალურად ისაუბრა ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სიახლეებზე, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მუნიციპალიტეტში ამოქმედებულ „შინმოვლის პროგრამის“ ახალ სერვისზე.

თავის მხრივ საბჭოს წევრებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები გააცნეს.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მერთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. საბჭო 24 წევრისგან შედგება და იგი სამოქალაქო სექტორის, კულტურის, განათლებისა, ბიზნესის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს.

+10

გააზიარე