„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-2026“
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-2026“ -ის მუნიციპალური თამაშები დაიწყო.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს მძლეოსნობასა და მინი ფეხბურთში შეეჯიბრნენ.
მძლეოსნობაში ვაჟებს შორის ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი - ქალაქ ახალციხის №3 საჯარო სკოლა
II ადგილი - სვირის საჯარო სკოლა
გოგონებს შორის საპრიზო ადგილები დაიკავეს;
I ადგილი - მინაძისა და ღრელის საჯარო სკოლების გუნდმა
II ადგილი - ქალაქ ახალციხის №3 საჯარო სკოლა
მინის ფეხბურში ვაჟებს შორის პირველ ადგილზე ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო მეორე ადგილი სვირის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.
გოგონებში პირველი ადგილის მფლობელი ზიკილიის საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე კი ურავლის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.
საპრიზო ადგილზე გასული გუნდების წევრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან მედლები და სიგელები გადაეცათ.
პირველი ადგილის მფლობელი გუნდები რეგიონულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. რეგიონულ თამაშში გამარჯვებული გუნდები კი საქართველოს პირველობაზე იბრძოლებენ, შემდგომ კი საერთაშორისო შეჯიბრში იასპარეზებენ.
