ახალციხეში ვეტერანთა დღე აღინიშნა
ახალციხეში ვეტერანთა დღე აღინიშნა.
თარიღთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ვარლამ წიკლაური, ახალციხელი ვეტერანები, მოქალაქეები და ადგილობრივი თითმმართველობის წარმომადგენლები ქალაქის ცენტრალურ პარკში, გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს. ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხდა მამა იოანე გელაშვილმა.
დღესვე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით და ვეტერანთა მონაწილეობით ნარდში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრის გამარჯვებულებს და მონაწილეებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან საჩუქრები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ 12 ვეტერანს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირის სტატუსი მერიისგან ფულადი დახმარება ჩაერიცხა.
„ვეტერანთა დღე“ საქართველოში 2014 წლის 17 ოქტომბრიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
