ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანების თანამშრომლებთან

5 ნოემბერი, 2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მოადგილესთან რუბენ კარაპეტიანთან და ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანების დირექტორთან ზიგმუნდ ზილბერშტეინთან ერთად გაერთიანების თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ ეს არის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და შესაბამისად მუნიციპალიტეტის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება ამ მიმართულებით. მან გაერთიანების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისა და მუნიციპალიტეტში სპორტული ცხოვრების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

„სწორედ თქვენი მუშაობის შედეგია, რომ გვყავს ძალიან ბევრი წარმატებული სპორტსმენი, როგორც რესპუბლიკურ, ისე საერთაშორისო შეჯიბრებებში. განსაკუთრებული და დასაფასებელია თითოეული თქვენგანის შრომა და დარწმუნებული ვარ მომავალში კიდევ უფრო კარგი შედეგები გვექნება, ძალიან მალე ახალციხეში გავხსნით ახალ სპორტულ კომპლექსს, რომელიც კარგი შესაძლებლობა იქნება ჩვენი მოსახლეობისათვის და განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის“ - აღნიშნა ვარლამ წიკლაურმა.

გააზიარე