ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა ფოლკლორული ანსამბლ „მესხეთის“ წევრებთან

3 დეკემბერი, 2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ფოლკლორული ანსამბლ „მესხეთის“ წევრებს შეხვდა.

ანსამბლის ხელმძღვანელმა და ლოტბარმა ზაზა თამარაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერს გუნდის სამომავლო გეგმებსა და იდეებზე მიაწოდა ინფორმაცია.

ანსამბლი „მესხეთი“ მუნიციპალიტეტის „კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების“ დაქვემდებარებაშია, იგი წარმატებით მონაწილეობს, როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოს მასშტაბით გამართულ კულტურულ ღონისძიებებში. ასევე, აღსანიშნავია, რომ გუნდმა ახალციხის სახელი არაერთხელ გაიტანა საქართველოს საზღვრებს გარეთაც.

„თქვენი ანსამბლის დამსახურებაა, რომ დღემდე ასე ამაყად ისმის ქართული ხალხური სიმღერები, თქვენ აღადგინეთ არაერთი მესხური ფოლკლორული ნიმუში. მიხარია, რომ ღვაწლმოსილ მომღერლებთან ერთად ამ საქმეს ახალგაზრდებიც მიჰყვებიან. მადლობას გიხდით ახალციხის მუნიციპალიტეტის წარმოჩენისათვის და ყოველთვის გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი“ - აღნიშნა ვარლამ წიკლაურმა.

გააზიარე