Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სტუმრობა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრებში

4 May, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე და მერიის სამსახურების თანამშრომლები ქალაქ ახალციხეში, მოქმედ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრებს ესტუმრნენ.

მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის „მწვანე სახლის“ და „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელებს შეხვდნენ, აღსაზრდელები მოინახულეს და საჩუქრად აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის, სპეციალური განმავითარებელი სათამაშოები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის ღონისძიება მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.

 

Share page