Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გამოსაშვები საღამო ქალაქ ახალციხის №5 საბავშვო ბაგა-ბაღში

31 May, 2024

დღეს, 31 მაისს, ქალაქ ახალციხის №5 საბავშვო ბაგა-ბაღში საზეიმოდ აღინიშნა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულება და სასკოლო მზაობის ჯგუფის „ცეროდენას“ გამოსაშვები ღონისძიება, რომელიც პოლიციის დღეს მიეძღვნა.

საბავშვო ბაღის განახლებული გარემო სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა ეზო, მოეწყო გასართობი მოედნები, ფანჩატურები, ახალი ღობე და შესასვლელი კარი.

ჯგუფ „ცეროდენას“ აღსაზრდელები პედაგოგებთან ერთად პოლიციის დღის თემაზე მომზადებული ღონისძიებით წარსდგნენ სტუმრების წინაშე. მათ საგზაო მოძრაობის წესებზე, შუქნიშნების მნიშვნელობასა და პოლიციელების საქმიანობაზე ბაღში მიღებული ცოდნა წარმოადგინეს, რის შემდეგაც სამახსოვრო ალბომები და მერიისგან საჩუქრები გადაეცათ.

აღსაზრდელებს და მათ მშობლებს ბაღის დასრულება და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ვარდიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა მარინა მერაბიშვილმა, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან მიშველიძემ და საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯერმა ქეთევან საანიშვილმა.

თავის მხრივ, მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამებისა და პატარების მიმართ გამოჩენილი მზრუნველობისათვის მუნიციპალიტეტის მერიას, ბაღის პედაგოგებსა და ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადეს მშობლებმა. ახალი სასწავლო წლიდან, ქალაქ ახალციხის №5 საბავშვო ბაგა-ბაღიდან 67 აღსაზრდელი სწავლას სკოლაში გააგრძელებს.

+34

 

Share page