საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია
ქალაქის იერ-სახის მოწესრიგებისა და მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, გრძელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია.
ამ ეტაპზე, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ახალციხეში, კოსტავას, ფარნავაზ მეფის, სულხა-საბას, ნათენაძის, კეცხოველისა და ასპინძის ქუჩებზე.
ქალაქ ახალციხეში დიდიმამიშვილსა და ვარძიის ქუჩებზე უკვე დასრულებულია საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია, რვა მისამართზე კი სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ხორციელდება ფასადების მოწესრიგება, სადარბაზოებისა და აივნების კეთილმოწყობა, სადარბაზოებში იცვლება ფანჯრები, პირკეთდება კიბეები, კედლები და ჭერი. კორპუსის მაცხოვრებლები ასევე, რკინის ახალი კოდირებული კარით ისარგებლებენ.




