Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

პროექტ „დიდგორელის“ დასკვნითი ღონისძიება

17 July, 2024

ქალაქ თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა ფინალურ ეტაპზე გადასულმა ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

პირველ ადგილზე გავიდა და „დიდგორელის“ სტიპენდია მოიპოვა ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ქომოშვილმა.

მეორე ადგილი ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ელისაბედ შეშაბერიძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი სამმა პრეტედენტმა სოფელ საყუნეთის საჯარო სკლის მოსწავლემ, ლუჩია ხაჩიძემ, ვალის №2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანი შარიქაძემ და ვალის №1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნესტან ხითარიშვილმა გაინაწილეს. მათ სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ.

ასევე, საჩუქრები გადაეცათ ფინალურ ეტაპზე გადასულ ყველა მონაწილეს.

მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს, გამარჯვება მიულოცეს, პროექტის მნიშვნელობასა და ეროვნულ ფასეულობებზე ისაუბრეს „დიდგორელის“ ხელმძღვანელმა ლევან ჟვანიამ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ბაია კვიციანმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა პოლკოვნიკმა დავით ბიჭიკაშვილმა, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან მიშველიძემ და ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ხათუნა ხმალაძემ.

საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“ 2019 წელს დაარსდა, რომელიც საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციას და მოსწავლე-ახალგაზრდებში ცოდნის დონის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თავდაცვის ძალების და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორობით განხორციელდა.

+15

Share page