Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი გაიმართა

24 July, 2024

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი გაიმართა.

საზეიმო ღონისძიება სამცხე -ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ გახსნა. სტუდენტებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ილია ზარდიაშვილმა და ვაჟა გაჩეჩილაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა დავით ტაბატაძემ და საბა კბილაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გოჩა ბერიძემ, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ხათუნა ხმალაძემ, უნივერსიტეტის პრორექტორმა მერაბ ბერიძემ და სხვებმა.

რექტორმა, მაკა ბერიძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობაზე. აღსანიშნავია, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მერია აქტიურად უჭერს მხარს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ წარჩინებულ სტუდენტებს. მათ წელიწადში ორჯერ, ყოველი სემესტრის ბოლოს მიღებული უმაღლესი შედეგების საფუძველზე გადაეცემათ სტიპენდიები 500 ლარის ოდენობით. სტიპენდიებთან ერთად მათ საზეიმოდ გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატებიც. მიმდინარე წელს მერიის სტიპენდიანტი 66 სტუდენტი გახდა.

გამოსაშვები ღონისძიების ფარგლებში სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ წარჩინებული კურსდამთავრებულები, მათი სკოლები და მშობლები. ცერემონიალის დასკვნით ნაწილში კი სტუდენტებმა ტრადიციულად ცაში ქუდები აისროლეს.

კურსდამთავრებულთა ცერემონიალს სტუდენტები, მათი მშობლები, საჯარო სკოლების დირექტორები, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

Share page