Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ინკლუზიური განათლების თემატიკაზე, ტრენინგ-სემინარი ჩატარდა

29 July, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული პესრონალისათვის, ინკლუზიური განათლების თემატიკაზე, ტრენინგ-სემინარი ჩატარდა.

ტრენინგს ნეირობალანსირების ცენტრის დირექტორი , ფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და ადრეული განვითარების თერაპევტი ქრისტინე საკანდელიძე, ცენტრის მეტყველებისა და ფიზიკურ თერაპევტებთან ერთად უძღვებოდა.

დამსწრეებმა ბავშვის ასაკობრივი განვითარების ეტაპების საკითხებზე, პოზიტიურ მშობლობაზე, თამაშის ეტაპებსა და ტიპებზე, სენსორულ ინტეგრაციაზე, მეტყველებასა და მეტყველების სირთულეებზე ისაუბრეს. ასევე, გაიმართა თემატური “ვორქშოფ”-ებიც.

ტრენინგ-სემინარი, რომელიც საბავშვო ბაგა-ბაღებში პრობლემების დაძლევას ემსახურებოდა ნეირობალანსირების ცენტრის, სახელმწიფო რმუნებულის ადმინისტრაციის და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარდა.

 

Share page