Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

თამაზ კუჭაძის იუბილე

15 October, 2024

ხალხური შემოქმედების ხელოვანს, ფოლკლორულ ანსამბლ „მესხეთის“ მომღერალს და ახალციხის თოჯინების თეატრის მსახიობს თამაზ კუჭაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომნადგენლებმა დაბადების დღე მიულოცეს და მადლობის სიგელი გადასცეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ილია ზარდიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემ, ღვაწლმოსილ თანაქალაქელს ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

თამაზ კუჭაძე 55 წელია მოღვაწეობს ხელოვნებისა და კულტურის სფეროში, არის ფოლკლორული ანსამბლის „მესხეთის“ მომღერალი, ქართული და მესხური ფოლკლორული სიმღერების შემსრულებელი. მან სამსახიობო მოღვაწეობა 1990 წლიდან საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირთან არსებული თეატრ–სტუდია „ვარძია“-ში დაიწყო, 1997 წლიდან კი ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობია, სადაც 25 წელზე მეტია არაერთი სახასიათო სახე შექმნა.

იგი საკუთარი ქალაქის, პროფესიისა თუ საქმისადმი განსაკუთრებული ერთგულების გამო მაყურებლის დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს.

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ბატონ თამაზს დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და შემოქმედებით წარმატებებს!

+2

Share page