Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება

29 November, 2024

ახალციხის სამუსიკო სკოლაში, 2023-2024 სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებსა და ფესტივალებში გამარჯვებული მოსწავლეები დიჯილდოვდნენ.

მიმდინარე სასწავლო წელს კონკურს-ფესტივალებში გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა სამუსიკო სკოლის დირექტორმა ირმა დავლაშერიძემ. ასევე, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ წარმატებული მოსწავლეების პედაგოგებსაც.

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი დაესწრო და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა, საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ აქტიურ და მაღალპროფესიულ დაწესებულებას წარმოადგენს. ა(ა)იპ-ის შემადგენლობაში არის ქალაქ ახალციხის, ქალაქ ვალის და სოფელ აწყურის სამუსიკო სკოლები, რომელთა კონტიგენტი 484 მოსწავლეს შეადგენს.

სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ ცოდნას საფორტეპიანო, სავიოლინო, საგუნდო, ფლეიტისა და დასარტყამი ინსტრუმენტების განხრით.

+18

Share page