საახალწლო კონცერტი ვალეში
ქალაქ ვალეში ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო
კულტურის სახლის მიმდებარედ ზუკა ხუციშვილის და ბენდის მონაწილეობით საახალწლო კონცერტი გაიმართა.
ქალაქ ვალის მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ მიულოცეს. მათ ვალელებს მშვიდობა და წარმატებები უსურვეს.
სადღესასწაულო ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.




