Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრები აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში

10 February, 2025

შეხვედრები აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა სოფლებში გურკელში, წინუბანში, აგარაში, საყუნეთსა და ზიკილიაში.

საერთო კრებებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მოადგილე საბა კბილაშვილი, საკრებულოს წევრები, მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული წარმომადგენლები დაესწრნენ.

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დასახლებებში არსებულ საჭიროებებებზე იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, რას მოხმარდება თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა.

მიმდინარე წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანადაფინანსებაც დაემატება. საკონსულტაციო შეხვედრები 24 თებერვლამდე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება და დაიწყება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2025

#ახალციხე

+14

Share page