Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრები წყრუთის ადმინისტრაციულ ერთეულში

12 February, 2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, პრიორიტეტების გამოსავლენად მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა წყრუთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში.

წირაში, მიქელწმინდასა და წყრუთში გამართულ საერთო კრებებსა და საკონსულტაციო შეხვედრაზე ადგილობრივებმა დასახლებაში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს პრიორიტეტული პროექტები.

სოფელ წყრუთში ადგილობრივ მაცხოვრებლებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე შეხვდნენ, სადაც მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.

საკონსულტაციო შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით ვარდიაშვილი და შოთა როსტიაშვილი, მერის მოადგილეები ვაჟა გაჩეჩილაძე და რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები დავით ტაბატაძე და ჰამბარცუმ ბაბოიანი, საკრებულოს დეპუტატები, მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანადაფინანსებაც დაემატება.

საკონსულტაციო შეხვედრები 24 თებერვლამდე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2025

#ახალციხე

+14

Share page