შეხვედრები ივლიტაში, ზემო სხვილისსა და სხვილისში
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა სოფლებში ივლიტაში, ზემო სხვილისსა და სხვილისში.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, საკრებულოს დეპუტატები, მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დასახლებაში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს და წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს პრიორიტეტები.
ახალციხის მუნიციპალიტეტში საერთო კრებები და კონსულტაციები 6 თებერვალს დაიწყო და 24 თებერვალს დასრულდება, ამ დროისთვის 25 სოფელში უკვე გამოვლენილია პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი საპროექტო წინადადებები.




