გაწმენდითი სამუშაოები
ახალციხის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მაღალმღიან სოფლებში მობილიზებულია სპეცტექნიკა, იწმინდება, როგორც სოფლებამდე მისასვლელი, ისე შიდა გზები და იყრება ტექნიკური მარილი.
გზების გაწმენდითი სამუშაოების პროცესს ელიაწმინდის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილზე გაეცნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ილია ზარდიაშვილი და ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტაბატაძე, მერიისა და საკრებულოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
სამუშაოებს ა(ა)იპ სერვის ჯგუფის თანამშრომლები ახორციელებენ.




