ღვაწლმოსილი ექიმი ლილი კაკოშვილი იუბილარია
ღვაწლმოსილი ექიმი, ღირსების ორდენის კავალერი და ყველასათვის კარგად ცნობილი ქალბატონი ლილი კაკოშვილი დღეს იუბილარია.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ლილი კაკოშვილს სამუშაო ადგილზე ესტუმრნენ, იუბილე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ასევე, იუბილარს დაბადების დღე მიულოცეს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ელგუჯა გუჯაძემ და კლინიკის მენეჯერმა რუსუდან მამუკაშვილმა.
ირაკლი ლაზარაშვილმა, დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დამსახურებულ ექიმს მედიცინის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
მრავალი წელია, ლილი კაკოშვილი მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურება პაციენტებს და ზრუნავს მათ ჯანმრთელობაზე. იგი კვლავაც დიდი შემართებით აგრძელებს სამედიცინო საქმიანობას.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ქალბატონ ლილის, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ულოცავს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და მხნეობას უსურვებს!




