Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კინოკლუბისა და მედიათეკის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერება

4 November, 2025

რუსთაველის ქუჩაზე კინოკლუბისა და მედიათეკის სამშენებლო სამუშაოებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი მოადგილეებთან ერთად გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა აშენდება, სადაც 250 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი, კინოდარბაზი და მედიათეკა მოეწყობა. ასევე, დაგეგმილია ეზოს მოპირკეთება, გამწვანების სამუშაოები და განათების მონტაჟი.

„ახალციხეში ძალიან მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მომავლ წელს დასრულდება კინოკლუბისა და მედიათეკის მშენებლობა და ჩვენს ქალაქს მნიშვნელოვანი გასართობი სივრცე. ეს იქნება კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის, სტუდენტისთვის და ახალგაზრდისთვის“- აღნიშნა ვარლამ წიკლაურმა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 665 215 ლარით ფინანსდება.  

Share page