Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სტუმრად ქალაქ ახალციხის №2 საბავშვო ბაგა-ბაღში

5 November, 2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი და მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორთან მარინა მერაბიშვილთან ერთად ქალაქ ახალციხის №2 საბავშვო ბაღს ესტუმრნენ და სააღმზრდელო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პატარებისა და მშობლების ჩართულობით საბავშვო ბაღში გამართულ საშემოდგომო ფესტივალს დაესწრნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს კუთხეები თავისი ტრადიციებით, მუსიკალური ნომრებით და საშემოდგომო ელემენტებით გაფორმებული დეფილეთი. პატარებმა საკუთარი ხელებით მოამზადეს სხვადასხვა კერძები, ამოავლეს ჩურჩხელები და სიმბოლურად მოსავლის დაბინავების სცენაც წარმოადგინეს.

„ქალაქ ახალციხის №2 საბავშვო ბაგა-ბაღი, რომელიც 150 აღსაზრდელზეა გათვლილი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა და მიმდინარე წელს გაიხსნა. აქ არის საოცარი პირობები, იმისათვის, რომ თითოეულმა აღსაზრდელმა თავი იგრძნოს ძალიან კომფორტულად. მნიშვნელოვანია, რომ ფონდი ამ მიმართულებით ხელს გვიწყობს და ჩვენს პატარებს საბავშვო ბაღებში შესაბამის პირობებს და გარემოს უქმნის“-განაცხადა ვარლამ წიკლაურმა.

Share page