ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

აწყურისა და თისელის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

11 ივლისი, 2024

სოფლების აწყურის და თისელის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის საფარის დაგება დასრულდა. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი გზის 3662-მეტრიან მონაკვეთზე დაიგო. დასასრულებელია არსებული ხიდის რეაბილიტაცია.

აღსანიშნავია, რომ სოფელ თისელამდე მისასვლელი გზა უკვე მთლიანად ასფალტირებულია. ადგილობრივებისთვის, ტურისტებისა და ჩამოსული სტუმრებისთვის გადაადგილება უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდა.

შეგახსენებთ, სოფელი თისელში მდებარეობს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და პროექტის განხორციელების შემდეგ, ტურისტული თვალსაზრისით, იგი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა.

+2

გააზიარე