აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა.
ტრადიციულად, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრ „მწვანე სახლსა“ და ქალაქ ახალციხეში მოქმედ სხვა აუტისტური სპექტრის მქონე ბენეფიციარების მომსახურე დღის ცენტრებს ესტუმრნენ. მათ პატარებს სპეციალური განმავითარებელი სათამაშოები გადასცეს, პედაგოგებსა და ბენეფიციარების მშობლებს კი მხარდაჭერას და თანადგომას დაჰპირდნენ.
ღონისძიებას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურმა გაუწია.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველი წლის 2 აპრილს აღინიშნება და მისი მიზანია, გაიზარდოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა.




