"ახალციხელობა 2024"
ახალციხის ციხეზე "ახალციხელობა 2024"-ის აღნიშვნა საზეიმო ღონისძიებებით გაგრძელდა.
მოეწყო ადგილობრივი მხატვარებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართა სპორტული გასართობი და ახალგაზრდული თამაშები. ღონისძიება ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტით გაგრძელდა.
ახალციხელებს და ქალაქის სტუმრებს დღევანდელი დღე მიულოცეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ, რიმნიკის მთავარეპისკოპოსმა ბარსანუფმა, საქართველოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა.
ღონისძიებას ახალციხელებთან ერთად, ასევე ესწრებიან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე, რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სასულიერო პირები.




