ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

27 სექტემბერი, 2025

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა!

ქალაქ ახალციხეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და 32 წლის წინ აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გიორგი ქოჩიაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, ვეტერანებთან, სამხედრო მოსამსახურეებთან, მხარის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენელებთან ერთად ახალციხის ცენტრალურ პარკში, სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა მემორიალი ყვავილებით და გვირგვინით შეამკეს.

ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხდა მამა იოანე გელაშვილმა.

გააზიარე