ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამები
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების პროგრამები
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, 24 სახის ქვეპროგრამას ახორციელებს, მათ შორის, მოქალაქეებს ჯანმრთელობის დაცვის 7 ქვეპროგრამით და 17 სახის სოციალური დახმარებით შეუძლიათ ისარგებლონ.
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“ განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის და ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებითი რეგისტრაციის მქონე იძულებით გადაადგილებული პირებისათვის-დევნილებისათვის, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მოსარგებლეთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და გასაცემი სოციალური დახმარების სახეობასა და ოდენობას.
1. მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება;
2. მოსახლეობის გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება;
3. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარების მკურნალობის დაფინანსება;
4. მოსახლეობის სამედიცინო მკურნალობის დაფინანსება;
5. მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება;
6. ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება;
7. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა;
8. სოციალური დახმარება ახალშობილთა ოჯახებისთვის;
9. მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება;
10. იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება;
11. უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;
12. სოციალური დახმარება მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკარო ოჯახებისთვის;
13. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ომის ვეტერანთა სოციალური დახმარება;
14. ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე პირთა სოციალური დახმარება;
15. უხუცესთა სოციალური დახმარება;
16. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება;
17. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური დახმარება;
18. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დახმარება;
19. უსახლკაროთა და მიუსაფართა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა;
20. ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის'' უფასო სასადილოს მომსახურება;
21. შეჭირვებული მოსახლეობის სოციალური დახმარება;
22. თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა სოციალური დახმარება;
23. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სოციალური დახმარება;
24. ობოლ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური დახმარება;
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“ დეტალურად იხილეთ თანდართულ ფაილში