ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის საკალათბურთო გუნდის პირველი წარმატებული თამაში

13 იანვარი, 2026

ახალციხის მუნიციპალიტეტის ახლად შექმნილმა საკალათბურთო გუნდმა „ახალციხემ“ პირველი ოფიციალური შეხვედრა გამარჯვებით დაიწყო.

ქალაქ თბილისში, A ლიგის ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში, ახალციხის „ახალციხე“ თბილისის გუნდ „ვინგსს“ დაუპირისპირდა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი ახალციხელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 104:98 დასრულდა.

კალათბურთის მატჩს ახალციხელ გულშემატკივრებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი დაესწრნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გუნდს მიღწეულ გამარჯვებას ულოცავს და ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრებში წარმატებებს უსურვებს.

    

გააზიარე