ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის საპატიო მოქალაქის კანდიდატურების წარდგენა იწყება

28 May, 2024

ახალციხის საპატიო მოქალაქის კანდიდატურების წარდგენა იწყება

საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მიღებული წესის თანახმად, თქვენი წინადადებები შეგიძილათ წარმოადგინოთ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, მიმდინარე წლის 3 ივნისიდან, 21 ივნისის ჩათვლით.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:

ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;

ბ) მუნიციპალიტეტის მერს;

გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;

დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;

ე) მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით;

ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებრივ დარბაზს.

ზ) საქართველოს პარლამენტის წევრს – ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატს

2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს:

ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;

ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;

გ) კანდიდატის ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი დოკუმენტური მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

2024 წლის საპატიო მოქალაქეები 30 ივნისს, წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.

დეტალური ინფორმაცია, საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე მიღებულ წესსა და კანდიდატურების წამოყენების უფლებამოსილ პირებთან დაკავშირებით, იხილოთ ბმულზე:

https://matsne.gov.ge/document/view/4221327?publication=2

გააზიარე