ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახლადარჩეული მერი, ვარლამ წიკლაური დღეიდან, უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა

29 ოქტომბერი, 2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, ვარლამ წიკლაური დღეიდან, უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა.

ახალი ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული იურიდიული პირების დირექტორებს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სერგი მუშკუდიანმა წარუდგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე ვარლამ წიკლაურმა ყოფილ მერს ირაკლი ლაზარაშვილს და მერიის თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი თავდაუზოგავი მუშაობით მომავალი ოთხი წელიც ნაყოფიერი და წარმატებული იქნება მუნიციპალიტეტისთვის.

დღესვე, ვარლამ წიკლაურმა თანამშრომლებს მერის მოადგილეები წარუდგინა. აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობას კვლავ გააგრძელებს რუბენ კარაპეტიანი, ასევე მერის ახალი მოადგილე იქნება ნოდარ ტატალიშვილი, რომელსაც საფინანსო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

გააზიარე