„ჩემი თვალით დანახული ეგზიუპერი“
თემაზე „ჩემი თვალით დანახული ეგზიუპერი“ ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ანტუან სენტ ეგზიუპერის „პატარა უფლისწულის“ ზოგადი განხილვა, შემდეგ კი ვიქტორინა ნაწარმოებთან დაკავშირებით. ახალგაზრდებმა იმსჯელეს მის შინაარსზე, მთავარ იდეასა და ნაწარმოების წაკითხვისას მიღებულ შთაბეჭდილებებზე.
ღონისძიებას კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან მიშველიძე დაესწრო, რომელმაც წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა ღონისძიებით დაინტერესებისათვის და წარმატებები უსურვა თითოეულ მონაწილეს.
ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 25 მოსწავლე ჩაერთო, რომლებიც მერიისგან საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის ლიტერატურით დასაჩუქრდნენ.
ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურისა და „ახალციხის ახალგაზრდული საბჭოს“ ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა, მისი მიზანი კი ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და მათი წახალისებაა.




