ესეების კონკურის დასკვნითი ეტაპი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში, ესეების კონკურსის „ნაადრევი ქორწინება და არსებული საზიანო პრაქტიკები“ დასკვნითი ეტაპი გაიმართა.
კონკურსში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათგან სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა.
ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი - ლიკა გვამბერიძე - ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლა
II ადგილი - ლიზი მოსიძე - ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლა
III ადგილი - სალომე კაპანაძე - სოფელ ურავლის საჯარო სკოლა
ასევე, დასახელდნენ საუკეთესო ნამუშევრების ავტორები:
გიორგი ველიჯანაშვილი- ქალაქ ახალციხის №4 საჯარო სკოლა
ეთუკა მელაძე- სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლა
ელიფ დვალიძე- ქალაქ ახალციხის №4 საჯარო სკოლა
ნინო აზირაშვილი- ქალაქ ახალციხის №5 საჯარო სკოლა
საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან მიშველიძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა გამარჯვება მიულოცეს და საჩუქრად წიგნები გადასცეს.
კონკურსი მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურმა 28 მაისს გამოაცხადა, სადაც 20-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.




