ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გამოფენა ახალციხის სამხატვრო სკოლაში

28 May, 2024

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებული პროექტის „გვაქვს უთვალავი ფერითა“ ახალციხის სამხატვრო სკოლაში მასტერკლასები ჩატარდა.

სამი დღის განმავლობაში, ახალციხის სამხატვრო სკოლაში თბილისის სამხატვრო აკადემიიდან მოწვეული ლექტორები, მაია გაბადაძე, ჩიბუ დუდაშვილი, ლია სადაღაშვილი და ანა კუნელაშვილი მასტერკლასებს ატარებდნენ.

მასტერკლასები ჩაუტარდათ, როგორც მოსწავლეებს, ისე სამხატვრო სკოლის პედაგოგებს, ხატვის, ფერწერის, კერამიკის, ვიტრაჟისა და ბატიკის მიმართულებით.

დღეს კი, სამხატვრო სკოლაში პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ღონისძიების სტუმრებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ წლის განმავლობაში, მოსწავლეების მიერ შესრულებული ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, სუვენირები, თექით, ფაიფურით, თიხით, მინითა და ხეზე შესრულებული ნამუშევრები.

ახალციხის სამხატვრო სკოლის დირექტორმა ლელა ფერაძემ, მოწვეულ ლექტორებსა და სამხატვრო სკოლის პედაგოგებს გაწეული შრომისთვის, მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატები გადასცა.

პროექტის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან მიშველიძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემ და სხვებმა.

ღონისძიებას მოსწავლეები, მათი მშობლები, ქალაქის საზოგადოების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

+36

 

გააზიარე