ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გამსახურდიასა და კოსტავას ქუჩებზე ასფალტის საფარი დაიგო

30 სექტემბერი, 2024

ქალაქ ახალციხეში, გამსახურდიასა და კოსტავას ქუჩებზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზის 700 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო, მოეწყო სანიაღვრე არხები, მიერთებები და საფეხმავლო ბილიკები.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.

პროექტის დასრულების ეტაპი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან და მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა.

+4

გააზიარე