გზების გაწმენდითი სამუშაოები
ახალციხის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მობილიზებულია სპეცტექნიკა, იწმინდება, როგორც ცენტრალური, ისე სოფლებამდე მისასვლელი გზები და იყრება ტექნიკური მარილი.
ამ დროისთვის, გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე, მაღალმთიან სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს.
სამუშაოებს ა(ა)იპ სერვის ჯგუფის თანამშრომლები ახორციელებენ.




