ირაკლი ლაზარაშვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო
ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა №111 კორპუსის მიმდებარედ ეზოსა და ახალი სკვერის მოწყობა დასასრულს უახლოვდება.
პროექტის ფარგლებში ეზოში ასფალტის საფარი დაიგო. სკვერში სპორტული და საბავშვო- გასართობი მოედენები, დასასვენებელი სივრცეები და გამწვანების ზოლი ეწყობა, შიდა პერიმეტრი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, დამონტაჟდა გარე განათება.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.
სამშენებლო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.




